Jump to content
Planeta.Ge

შალვა პაპუაშვილი - იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გამომძიებლები გახდენენ - ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს საქართველოს


ახლა, იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ, მოინდომეს, რომ გახდენენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს,­ რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს საქართველოს და არა, ხელისუფლებას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნაზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, ეს მოთხოვნა ოპოზიციის შემდგარობას აჩვენებს.

„ეს აჩვენებს ჩვენი ოპოზიციის შემდგარობას, აჩვენებს იმას, რომ მათი პოლიტიკურ დღის წესრიგი ნაკარნახევია არა მოქალაქეების ინტერესებით, არამედ ხან გარედან, ხან სხვადასხვა ჯგუფებიდან. ქართველმა ხალხმა შეადაროს, რას აკეთებს ხელისუფლება, რას აკეთებს ოპოზიცია. ხელისუფლება ერთი წელია უკვე დაკავებულია იმით, რომ იმ წინაპირობებს ასრულებს, რომელიც მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოპოზიცია თითს თითზე არ ადებს იმისთვის, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. ახლა, იმის ნაცვლად, რომ დეპუტატის უფლებამოსილება შეასრულონ მოინდომეს, რომ გახდენენ გამომძიებლები. ეს აჩვენებს, რამდენად სკანდალზე და არევაზე ორიენტირებული ოპოზიცია ჰყავს დღეს, საქართველოს და არა, ხელისუფლებას. სინამდვილეში ეს არის საქართველოს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას ნეგატიური ფონი იმისთვის, რომ როდესაც ევროკავშირს გადაწყვეტილება ექნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასეთი ნეგატიური ფონი და ასეთი მღელვარებით იხელმძღვანელოს და არა იმ შედეგით, რომელსაც საქართველო აღწევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...