Jump to content
Planeta.Ge

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა


უკრაინამ რუსული ტყვეობიდან „აზოვსტალის” 45 დამცველი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

„ეს აზოვსტალის 42 მამაკაცი და სამი ქალი დამცველია. ყველა მათგანი ეროვნული გვარდიელია ქვედანაყოფიდან, რომელიც 9 წლის წინ შეიქმნა აზოვის სანაპიროებზე. 35 რიგითი და სერჟანტი, 10 ოფიცერი. მათ შორის არიან მებრძოლები, რომლებიც მარიუპოლის დაცვის დროს „აზოვსტალში” დაქორწინდნენ,” - წერს ერმაკი.

ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომ „რთული მოლაპარაკებების შედეგად” უკრაინული ტყვეობიდან მათ სამი პილოტი დაიბრუნეს.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...