Jump to content
Planeta.Ge

პაველ ჰერჩინსკი - გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია - ველოდებით საქართველოს!


გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. ველოდებით საქართველოს! - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს ევროპის დღეს ვზეიმობთ. 70-ზე მეტი წლის წინ სუვერენულმა დამოუკიდებელმა ევროპულმა ქვეყნებმა ძალები გააერთიანეს, რათა მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა შეენარჩუნებინათ ევროპაში. ნამდვილად ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროპის დღეს აღვნიშნავთ მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა ევროპელი ლიდერების მიერ. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს ევროპას მიეკუთვნება და საქართველოს გარეშე ევროპა სრული ვერ იქნება. აქ იმისთვის ვართ, რომ ევროპული ერთიანობის, ევროპული მრავალფეროვნების შესანიშნავი იდეა აღვნიშნოთ და ველოდებით საქართველოს! და გულწრფელად იმედი მაქვს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ წაიწევა იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. გილოცავთ ევროპის დღეს”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...