Jump to content
Planeta.Ge

გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს


გაერთიანებული სამეფოს მონარქის, კარლ III-ის კორონაციისთვის ბუკინგემის სასახლეში მზადება მიმდინარეობს. ბუკინგემის სასახლესთან საზეიმო ღონისძიების სანახავად ასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა.

BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ მონარქიის მოწინააღმდეგე 6 აქტივისტი დააკავა, რომლებიც კორონაციის პროცესს აპროტესტებდნენ. ოფიციალურად კორონაცია ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატოსკენ საზეიმო მსვლელობით დაიწყება, რომელშიც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

ლონდონში გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ცნობილი ადამიანები დაესწრებიან.

ცერემონია მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები. ჩარლზ მესამის კორონაცია რამდენიმე საათში, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება, სადაც ის სამეფო ფიცს დადებს.

ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეორმოცე მონარქი იქნება, რომელსაც გვირგვინს უესტმინსტერის სააბატოში დაადგამენ, რის შემდეგაც მას ტახტზე აიყვანენ.

მეფე ჩარლზმა გაერთიანებული სამეფოს ტახტი დედის, დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. დედოფალი ელისაბედ მეორე 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...