Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით მეტი პროგრესი გვაქვს, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა


ჩვენ გვაქვს მეტი პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა.

„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გავძლიერდით იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ ზელენსკი ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილიზაციაზე. ამასთან, უკრაინის ლიდერმა შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთანაც გამართა.

„ვისაუბრეთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე გლობალური თავისუფლებისთვის. ახლა, როდესაც გვერდიგვერდ ვიბრძვით ტირანიის წინააღმდეგ, შეერთებულ შტატებთან ერთად მივედით თანამშრომლობის ისეთ დონეზე, რომელიც არასდროს ყოფილა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა ეს არ არის ლიმიტი. ჩვენ განვაგრძნობთ ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენი ნამდვილი ალიანსის განვითარებას. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს ხელმძღვანელობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები და დეოლიგარქიზაციის კანონი განიხილა.

 


 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...