Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.466

ქვეყანას დღესაც ,,ჩრდილოვანი მთავრობა" მართავს


PLANETA_INFO

1.229 views

ინტერვიუ ,,ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიასთან

 

,,არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არ არის საჯარო მთავრობა, არ არის მინისტრი და არც სხვა თანამდებობის პირი, მაგრამ ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც შემდეგ მთავრობას ახვევენ. მათი ვინაობის დასახელება ჯერ არ მინდა. მე იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანას არ მართავს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს სწორედ ჩრდილოვანი მთავრობა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის კმაყოფილი პრემიერ მინისტრი.

დღევანდელი მთავრობა კი არ არის ჩრდილოვანი, არამედ ქვეყანას მართავს ჩრდილოვანი მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამთავრობო გადაწყვეტილებებს იღებენ არა თანამდებობის პირები, არამედ ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც თავის პოზიციას მთავრობას ახვევენ. ასეთივე მაგალითი წინა ხელისუფლების დროსაც გვქონდა და მაშინ ჩრდილოვან მთავრობას წარმოადგენდა ადეიშვილი, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი. მერე ამ პროცესს ოქრუაშვილი ჩამოაშორეს და ეს სამი კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს ეკონომიკურ, სოციალურ, აგრარულ თუ სხვა საკითხებზე. მათ გადანაწილებული ჰქონდათ გავლენის სფეროები.

ჩვენ რეალურად ყველამ ვიცით, ვინ არის ეს ჩრდილოვანი მთავრობა. ამ განცხადებას ვაკეთებ იმ მიზნით, რომ მინდა ის საინფორმაციო იზოლაცია, რომელშიც ივანიშვილი იმყოფება, გავაგებინო და გაიგოს, რომ საქმე ცუდად მიდის. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვუსმენდი და შევატყვე, რომ უკმაყოფილო არ არის ქვეყნის განვითარებით. სამწუხაროდ, ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ხალხი უფრო გაღარიბდა და უსამართლობის მიმართ უფრო მძაფრი გრძნობა აქვთ.

მე პროკურორი არ ვარ, ყველა საქმე მე ხომ არ უნდა გამოვიძიო. მე ვთქვი და ცოტა რაღაცა მათაც უნდა გააკეთონ. ჩემი კრიტიკის მიზანი ის კი არ არის, რომ ვინმეს ნიშნი მოვუგო, არამედ სიტუაცია გამოსწორდეს. ქვეყანაში საქმე ძალიან ცუდად მიდის. ყველა განცხადებას ჰყავს თავისი ადრესატი. ჩემი განცხადების ადრესატი ბიძინა ივანიშვილია, რადგან მგონია, მის გარდა, ყველამ იცის "ჩრდილოვანი მთავრობის" არსებობის შესახებ. ახლა თუ კონკრეტული სახელების დასახელებას დავიწყებ, ის იძულებული გახდება, დაიცვას თავი, ან უარყოს, რაც კინკლაობა გამოვა და რეალურად საქმეს არ წაადგება. სხვათა შორის, ამ "ჩრდილოვანი მთავრობის" წარმომადგენლები არ არიან მაინცდამაინც ცნობილი პირები, მაგრამ ისინი ალაგებენ, ბიზნესებში ვინ რა წილი უნდა მიიღოს, როგორ გადანაწილდეს, ამიტომ ეს ბანდა უნდა დაიშალოს".

 

(,,ალია"N47; ავტორი:მირანდა ნაბახტეველი)

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...