Jump to content
Planeta.Ge

მშობლებმა კანცელარიასთან 24-საათიანი პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს


აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ.

გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას დავესწარით, სადაც დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნებადასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში ვოსორიტიდის შეძენას გადაწყვეტს, ის თანხებს დაუყონებლივ გამოყოფს. ასევე, რაც მთავარია, ჩვენ, მშობლები, ყოველკვიურ შეკრებაზე ჩართული ვიქნებით. ვინაიდან, ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს წინ სამუშაო, მშვიდი გონება გვჭირდება და პირველ რიგში, ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს, ამიტომ, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან“, – განაცხადეს მშობლებმა.

ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა facebook-პოსტში დაწერა, რომ შეხვედრისას მშობლები გაეცნენ ექიმების სამუშაო ჯგუფს, რომელიც პროტოკოლზე მუშაობს. და მათ გააცნეს, რა ეტაპზე არიან ახლა.

„მათგან მივიღეთ სიტყვიერი დაპირება პროტოკოლის დამტკიცების ვადაზე – მაქსიმუმ 10 ივნისი. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლისგან მივიღეთ მზაობა, რომ ერთი დღე იქნება მათთვის საკმარისი, პროტოკოლის დამტკიცებიდან, ვოსორიტიდისთვის საჭირო თანხის გამოსაყოფად. გავეცანით ბიომარინთან კომუნიკაციის დეტალებს – არის წინსვლა, თუმცა აქ ვადები ბუნდოვანია.რაც მთავარია, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოფიციალურად ჩაგვსვა მშობლები ყოველკვირეულ საკოორდინაციო საბჭოს წევრებში“, – წერს მშობელი.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...