Jump to content
Planeta.Ge

გიორგი ვაშაძე - „ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში!


„ქოლ ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! - თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ბრალდებებით მისი გაჩერება სურთ, რასაც ვერ მიაღწევენ.

„მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს „ქოლ-ცენტრებთან“ კავშირი გვაქვს, ეს არის 100 პროცენტიანი ტყუილი და „ქოლ-ცენტრების“ უკან თუ ვინმე დგას საქართველოში ეს არის რუსული ოცნება, რომელიც ფინანსდება თავიდან ბოლომდე ამ „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, რომელსაც მფარველობენ სუს-ის, შსს-ის, პროკურატურის პირველი პირები. სწორედ ამიტომ ამბობენ უარს საგამოძიებო კომისიაზე და ამით აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან „ქოლ-ცენტრების“ უკან, ახლა უნდათ ისრები გადმოიტანონ აქეთ.

პირდაპირ ეთერში ვეუბნები, ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება. მე აუცილებლად დავუკავშირდები და გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომლებსაც მაქსიმალურად მივაწვდით ყველა ინფორმაციას, რასაც მოვაგროვებთ, ყველა ჩემს კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში მათ შორის, ევროპელი სამართალდამცავების მხრიდან. „ქოლ-ცენტრების“ უკან დგახართ თქვენ, თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები, ლილუაშვილს ვეუბნები, შს მინისტრს, მთავარ პროკურორს, ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ! გინდათ გავჩერდე, ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, ვერ მოგართვით! ეს არ მოხდება. ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველა ცამდე მართლები ვართ თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ. სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისგებაში მიცემული. არ გეგონოთ, რომ რაღაც ბრალდება წამომიყენეთ და ასე გავატარო ერთი პრესკონფერენციით, აგერ მე და აგერ თქვენ! თქვენ მოგიწევთ ამაზე პასუხისგება, ციხეში წასვლა და იმ ნაძარცვი ქონებების უკან დაბრუნება, რომელზეც ხელს ითბობთ. სამი რამით ფინანსდება ახლა „ქართული ოცნება“: „ქოლ-ცენტრების“ თაღლითური სქემით, კონტრაბანდით რომელსაც რუსეთთან აწარმოებენ და კორუფციით, რომელმაც აღვირახსნილ მასშტაბებს მიაღწია“, - განაცხადა ვაშაძემ.

palitranews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...