Jump to content
Planeta.Ge

შს მინისტრი ე.წ. ქოლ-ცენტრებზე - ჩვენ თუ ვმფარველობთ და ჩვენი თუ არის, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? - ეს ტყუილია, ჩვენ ნამდვილად ვააშკარავებთ


ჩვენ თუ ვმფარველობთ [„ქოლ-ცენტრებს“] და ჩვენი თუა, რატომ ვკეტავთ მაშინ, გიჟები ვართ? ეს, რა თქმა უნდა, ტყუილია. ჩვენ ვააშკარავებთ ნამდვილად, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებას „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ადანაშაულებს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმე უწყება ერთად მუშაობს.

„დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, - განაცხადა გომელაურმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...