Jump to content
Planeta.Ge

„ვაგნერი“ 9 მაისის შემდეგ ბახმუტს დატოვებს – პრიგოჟინი


„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ მისი ძალები 9 მაისის შემდეგ, „ტყვია-წამლის შიმშილის [დეფიციტის]“ გამო ბახმუტს დატოვებენ და თავიანთ პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემენ.

„გამომყავს ვაგნერის ჯგუფის დანაყოფები ბახმუტიდან, ვინაიდან ტყვია-წამლის არქონის პირობებში ისინი განწირულნი არიან უაზრო დაღუპვისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

პრიგოჟინის თქმითვე, ქალაქში მოწინააღმდეგეთა ძალები „ვაგნერელებს“ ხუთჯერ აღემატებიან:

„2023 წლის 9 მაისისთვის უნდა აგვეღო ბახმუტი, მაგრამ ამის მცოდნე ბიუროკრატებმა 1 მაისიდან ბიუროკრატებმა გზა გადაგვიკეტეს პრაქტიკულად ყველანაირი წვდომა არტილერიულ ტყვია-წამალზე.

„ვაგნერის“ შეტევითი რესურსები ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში ამოიწურა, მაგრამ მაინც მივდივართ შეტევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ძალით ხუთჯერ აღგვემატება. ტყვია-წამლის არქონის გამო, ჩვენი დანაკარგები ყოველ დღე, გეომეტრიული პროგრესიით იზრდება“, – ამბობს პრიგოჟინი.

გვიან ღამით, პრიგოჟინმა ვიდეოიმიმართვაც გაავრცელა, რომელშიც პირდაპირ აგინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ტყვია-წამლის მიუწოდებლობის გამო.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...