“საქართველო გონივრულად იქცევა” – სიმონიანი კალაძეს ეხმაურება
რუსეთის სახელისუფლებო მედიის, Russia Today-ის რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველო გონივრულად იქცევა.
“საქართველო ამ ვითარებაში განსაკუთრებულად გონივრულად იქცევა. გასაოცრად. ნეტავ სომხეთიც ასე იქცეოდეს”, — ამგვარად შეაფასა სიმონიანმა კალაძის განცხადება, სადაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებული სანქციებთან არშეერთებას ხსნის იმით, რომ საქართველოს მიერ დაწესებული სანქციებით რუსული ეკონომიკა არ დაზიანდებოდა:
“რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას?”, – განაცხადა კალაძემ გუშინ, 3 მაისს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა სანქციები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე იყო, რომ ქვეყანა არ შეუერთდებოდა საერთაშორისო სანქციებს. “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ არის ეფექტური, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გახდა დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკის ობიექტი.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.