Jump to content
Planeta.Ge

მირიამ ლექსმანი - „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ


ასეთი შეფასება მისასალმებელია, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული. „ქართული კოშმარი“ მუშაობს ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ განცხადებას, რომელმაც უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა დაგმო.

მანამდე „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაში მონაწილეობას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორიგ სხდომაზე „ქართული ოცნების“ სტატუსი შეაფასოს.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა აყენებს. „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე პარტიაში „ქართული ოცნების“ სტატუსის შეფასება მოხდება. ეს ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - აღნიშნულია „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტის, კატი პირის განცხადებაში.

ცნობისათვის, „ქართულ ოცნებას“ „ევროპელი სოციალისტების პარტიაში“ ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი აქვს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...