კვარაცხელია სადებიუტო სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა!
სერია A-ს 33-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „უდინეზეს“ დაუზავდა (1:1) და სკუდეტო მოიპოვა.
სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ ტერიტორიულ უპირატესობას, მასპინძლები კი კონტრშეტევისას ლოვრიჩმა დააწინაურა. პირველი მომენტი ნეაპოლელებმა 22-ე წუთზე შექმნეს, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი კვარაცხელია ბეკაოსთან კონტაქტისას წაიქცა, მაგრამ VAR-მა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ ოსიმენმა თავით ოდნავ ააცილა მიზანს ბურთი. უდინელები საკმაოდ უხეშობდნენ, მეტადრე ხვიჩას მიმართ, თუმცა მსაჯი მათდამი ლოიალური იყო. მთავარი კი ისაა, რომ „ნაპოლი“ უნიათოდ უტევდა და დამაჯერებელი ვერ გახლდათ.
მეორე ტაიმი სპალეტის გუნდმა აქტიურად დაიწყო, ქართველის დარტყმული ბურთი
მეკარე სილვესტრიმ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ყველას ოსიმენმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. მორიგი იერიშისას „კვარამ“ მეურვე ჩამოიცილა, საჯარიმოში ელმას პასი გაუკეთა, რომელმაც ვერ დაარტყა, ოსიმენმა გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯარიმა დააფიქსირა. ცოტა ხანში ზილენსკის გატანა სილვესტრიმ არ დაანება. კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს, გულშემატკივრები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში "ნაპოლიმ" მშვიდად მიიყვანა საქმე სასურველ დასასრულამდე და ოქროს მედლები მოიპოვა.
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 7 მაისს სახლში „ფიორენტინასთან“ ჩემპიონის რანგში გამართავს.
უდინე. „დაჩია არენა“
უდინეზე - ნაპოლი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.