Jump to content
Planeta.Ge

ექსკლუზივი: tvpirveli.ge -მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული (ვიდეო)


რამდენიმე წუთის წინ, ტვ პირველის ახალი ამბების პორტალმა, tvpirveli.ge - მ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევაა ასახული.

კადრებში ჩანს, რომ "გიჩო", გივი მარგველაშვილი გოგებაშვილის ქუჩაზე ტელეფონზე საუბრობდა, რა დროსაც მასზე მოხდა თავდასხმა და ის დაჭრეს. ვიდეომასალით დგინდება, რომ მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

კადრების გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ ამის შემდეგ უკვე გივი მარგველაშვილის დაცვა ახორციელებს საპასუხო გასროლას. 

tvpirveli.ge -ს  ინფორმაციით, მოკლული 38 წლის საბა გახოკიაა.

დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად რამდენიმე სააათის წინ იქცა.  "პირველების" ინფორმაციით, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი კაცი, გივი მარგველაშვილია.

დაჭრილია კიდევ ერთი პირი, 40 წლამდე კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. 

გომელაურის უწყებამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...