თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკულია ერთი პირი
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლული ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი.
პოლიციას შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, სროლა ორმხრივი იყო და მათ რვამდე გასროლის ხმა გაიგეს.
„ერთი დაჭრილი სასწრაფომ წაიყვანა. გავიგე სროლის ხმა და გამოვედი. 6-8 გასროლა იქნებოდა. ორმხრივი სროლა იყო. იარაღის სხვადასხვა ხმა იყო“, - აცხადებს ადგილობრივი "რუსთავი2"-თან.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „ინტერპრესნიუსი“ დამატებთ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.