Jump to content
Planeta.Ge

ჯონ კირბი - პესკოვი უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ


თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომ მოსკოვზე დრონით თავდასხმის უკან ვაშინგტონი დგას, ტყუილია.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ შეერთებული შტატები ჩართული არ ყოფილა. ჩვენ არაფერი გვაქვს ამასთან საერთო. პესკოვი უბრალოდ იტყუება“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, აშშ არ წაახალისებს და არ აძლევს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის საშუალებას და არ კარნახობს ოპერაციებს, რომლებსაც ის ატარებს.

„ჩვენ ნამდვილად არ ვკარნახობთ პირობებს, რომლითაც ისინი თავს იცავენ ან ოპერაციებს, რომლებსაც ისინი ატარებენ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლზე დრონით თავდასხმისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის უკან ვაშინგტონი დგას. „ასეთი გადაწყვეტილებები, მიზნების განსაზღვრა, საშუალებების განსაზღვრა – ამ ყველაფერს კიევს ვაშინგტონიდან კარნახობენ. ჩვენ ეს კარგად ვიცით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აღასრულებს იმას, რასაც ეუბნებიან“, - აღნიშნა პესკოვმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...