Jump to content
Planeta.Ge

მსგავს ტერაქტებზე გადაწყვეტილებას ვაშინგტონში იღებენ - პესკოვი დრონებით თავდასხმაზე


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ კრემლზე დრონების თავდასხმის უკან აშშ დგას.

მისი განცხადებით, მსგავს გადაწყვეტილებებს უკრაინა ამერიკის მითითებებით იღებს.

„კიევშიც და ვაშინგტონშიც ამის უარყოფის მსგავსი მცდელობები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად სასაცილოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებსა და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. კიევი აკეთებს იმას, რასაც ეუბნებიან, რომ გააკეთოს“, – განაცხადა პესკოვმა. 

გუშინ, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერდა, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შეჰქმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.  უკრაინა კავშირს კრემლზე დრონებით თავდასხმაზე უარყოფს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...