ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში - ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა, იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის - დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ
ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა. იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ომში სასწორზე უფრო მეტი რამე დევს, ვიდრე ერთი ქვეყნის ბედი.
„ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ აგრესიული ომები, მაგრამ შეგვიძლია დავამარცხოთ აგრესია, როგორც კრიმინალური იდეა, რომელიც სათავეს იღებს დაუსჯელობას მიჩვეული ადამიანის აზროვნებაში. თუ გადავხედავთ ნებისმიერ აგრესიულ ომს, ყველა მათგანს ერთი რამ აქვს საერთო - ომის ჩამდენს არ სჯეროდა, რომ მათ მოუწევდათ პასუხისგება იმის გამო, რაც გააკეთეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსებმა მხოლოდ აპრილში 6 139 ომის დანაშაული ჩაიდინეს და ამ დანაშაულებს 207 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 11 ბავშვი ემსხვერპლა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ აგრესიის დანაშაულების გამო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ტრიბუნალს შეუძლია.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.