ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოში მივიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებს სტუმრობს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში.
ცნობილია, რომ მარტში სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა, რომლებსაც უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.