ბექა ლილუაშვილი - ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოააშკარავდეს ვისთან ყოფდა კეზერაშვილი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს
ბ-ნო შალვა, უკვე არაერთგზის გაცხადდა, რომ ქართულ ოცნებას (ასევე ცნობილს როგორც - ტროლ-ბოტების ხელისუფლებას), უყვარს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეისბუქის მიერ, თქვენი ფეიკ ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების წაშლის ფაქტით., - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ერთადერთი ვის ინტერესშიც საგამოძიებო კომისიის შექმნაა, თავად კეზერაშვილია.
როგორც ლილუაშვილი აღნიშნავს, სინამდვილეში, "ნაც. მოძრაობის" მოსამართლეებსაც ეფარება "ქართული ოცნება", იმიტომ რომ მათი გამოაშკარავება - კორუფციაში, სასამართლოზე ზეგავლენაში ამხელთ და საფრთხეს შეუქმნის მათ ძალაუფლებას.
"ამიტომ მეგონა, მსგავსი მასშტაბის არალოგიკურ, ფეიკ ბრალდებას, ჯერ ტროლ-ბოტებით დატესტავდით, მაგრამ როგორც ჩანს ეს ინფრასტრუქტურა ჩამოშლის პირას გაქვთ და თქვენ, პირადად იტვირთეთ ამ ფეიკის გავრცელების ტვირთი.
ეხლა, კი ქოლ-ცენტრებზე კომისიის არ შექმნა, უკვე პირდაპირ ემუქრება ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიერ სავარაუდოდ ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს.
სასაცილოა, როდესაც საუბარია ამ სქემით მოპარულ 1 მილიარდ დოლარზე - საქართველოს პროკურატურას კი მხოლოდ 30 მლნ. დოლარის მოცულობის ზარალზე აქვს გამოძიებიდან შედეგები.
ვინ უნდა დაიჯეროს, რომ 3 წელი გამოძიებას აწარმოებდე ეფექტიანად და გამოიძიო მხოლოდ მთლიანი საქმის 3%, თუ ამ პროცესს ხელოვნურად არ აფერხებ.
ეს შესაძლოა ნიშნავდეს მხოლოდ ერთს: ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოააშკარავდეს ვისთან ყოფდა კეზერაშვილი ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს.", - აცხადებს ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.