Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - “ოცნების” აწ. უკვე ტროლად აღიარებული ხელისუფლება ხელს აფარებს სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს და ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს, მათთან საკუთარი ალიანსების დასაფარად და ძარცვით ნაშოვნი ფულის შესანარჩუნებლად


“ოცნების” აწ. უკვე ტროლად აღიარებული ხელისუფლება ხელს აფარებს სასამართლოს კორუფციულ სინდიკატს და ტრანსნაციონალური დანაშაულის ორგანიზატორებს, მათთან საკუთარი ალიანსების დასაფარად და ევროპელი მოქალაქეების ძარცვით ნაშოვნი ფულის შესანარჩუნებლად, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებულ და მათთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე.

“ოცნების” სპიკერები:
- მურუსიძე-ჩინჩალაძის კორუფციულ სინდიკატზე საგამოძიებო კომისიას არ შეგაქმნევინებთ, სასამართლოს “დამოუკიდებლობის ხელყოფას” ვერ დავუშვებთ.
- “ქოლ-ცენტრებზე” საგამოძიებო კომისიას არ შეგაქმნევინებთ, კეზერაშვილმა შეიძლება ყველაფერი გაიგოს, მასალები გასაჯაროვდეს და გამოძიების ინტერესები დაზიანდეს (წლებია იძიებენ  BBC უფრო შორს წავიდა, ვიდრე ამათი გამოძიება).
 
P.S.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოპოვებულ და მათთვის მიწოდებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე. იმ ფონზე, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ქსელის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებასა და გავლენიანი პირების მხრიდან მფარველობაზე, იმაზე საუბარი, დაველოდოთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს რა ინფორმაციას მიაწვდიან ჩვენს პარტნიორებს, არის სრული სიბეცე.", - წერს ბერდია სიჭინავა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...