Jump to content
Planeta.Ge

არ აქვთ სუფთა წყალი, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები - ომბუდსმენი გორის სოციალურ საცხოვრისზე


სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში განთავსებულ გორის სოციალურ საცხოვრისში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს.

სახალხო დამცველის ცნობით, საცხოვრისს არ აქვს საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემები; არ არის მოწყობილი სამზარეულო და ინდივიდუალური სველი წერტილები. მაცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ სუფთა წყალზე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მობინადრეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

2023 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გორის სოციალური საცხოვრისი მოინახულა, სადაც 300-მდე ადამიანი ცხოვრობს. სახალხო დამცველი შეხვდა მაცხოვრებლებს, გაეცნო მათ პირობებს, დაათვალიერა შენობა.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე დღეს გორის სოციალურ საცხოვრისში ვნახე, არსად არ შემხვედრია. შენობაში სველი წერტილებიც კი არ არის და ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება ამ ოჯახებს, მათ შორის, ბავშვებს და შშმ პირებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთავრობამ ადგილობრივმაც და ცენტრალურმაც გამონახოს სახსრები და ეს ადამიანები ნორმალურ პირობებში დაასახლოს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...