Jump to content
Planeta.Ge

არძინბა აფხაზეთში გაეროს პროექტებს ისევ დახურვით ემუქრება


აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება.

როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა.

“აღნიშნულ მოთხოვნაზე პასუხად მივიღეთ წერილი, რომ საჭირო ინფორმაციის მისაღებად ალტერნატიული ფორმები განგვეხილა და არა პოლიტიკურ დონეზე შეხვედრა. მსგავსი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი საქმიანობის გამჭვირვალობას. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში და უფლება აქვს, მოითხოვის შეხვედრები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებთან.

გვინდა ვაცნობოთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს, რომ საგარეო იტოვებს უფლებას შეაჩეროს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაეროს სააგენტოების ესა თუ ის პროექტი იმ შემთხვევაში, თუკი საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშგება სრულყოფილად არ იქნება უზრუნველყოფილი”.

2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს პერიოდულად დახურვით ემუქრება.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...