უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას განიხილავს
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] განიხილავს ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება.
როგორც ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლოტმა ეპიფანემ უკრაინულ „გაზეტა.უა“-ს უთხრა, გადაწყვეტილება ამ თვეში იქნება მიღებული.
„ამ რეფორმის სისრულეში მოყვანა პირველ რიგში მოგვცემს საშუალებას, გადავიდეთ უფრო ზუსტ კალენდარზე და მომავალში თავიდან ავირიდოთ უძრავი დღესასწაულების თანდათანობით გადაწევა. მართალია, ამ გზაზე რჩება რიგი სირთულეები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფლის დახმარებით მათ მოვაგვარებთ“, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გადასვლის შესახებ მიღებული არაა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიამ უკვე დაიწყო მუშაობა მრევლისთვის ლიტერატურის ახალი რედაქციის შემუშავებაზე.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად, ამჟამად იულიუსის კალენდარს იყენებს, რომელიც გრიგორიანულს 13 დღით უსწრებს.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.