NDI: ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა (29%), სამუშაო ადგილები (28%) და სიღარიბე (27%) კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია – ასე უპასუხეს მოქალაქეებმა შეკითხვას, თუ რომელი ეროვნული საკითხებია მათთვის, ან მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე (48%) საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.
გარდა ამისა, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
მოსახლეობის 34% ამბობს, რომ ახლა ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ; 35% კი აღნიშნავს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა იგივეა, რაც 5 წლის წინ იყო.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 16%-ს, ანუ თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ივლისთან შედარებით 4%-ით არის გაზრდილი.
მოსახლეობის 15% მომდევნო 12 თვის განმავლობაში საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს.
კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა 17-23 მარტის პერიოდში ჩაატარა. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.