ბერდია სიჭინავა - შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის “ტექნიკური თავმჯდომარე”
შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის “ტექნიკური თავმჯდომარე”, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი უფუნქციოა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი უფუნქციოა.
"საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი ფორმალურად ჰქვია, თორემ ოცნებაში “დიდი ბიჭები” ისე წყვეტენ საკითხებს, პერსონალურად მას არაფერს ეკითხებიან.
დარწმუნებული ვარ, ბატონ პაპუაშვილს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან “ოცნებაში” თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის წყარო მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კეთილგანწყობა და ღიმილია.
ასე გამოიყურება ერთი ადამიანის მიერ მიტაცებული საქართველოს “საპარლამენტო რესპუბლიკა”!", - წერს ბერდია სიჭინავა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.