Jump to content
Planeta.Ge

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს


პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ
:
“ბატონო შალვა, როდის ველოდოთ პოლტიტიკური განცხადებების აკრძალვას და მიკროფონის უზურპაციას თქვენი თავმჯდომარეობის პოირობებში ამ პარლამენტში? ეს კითხვა არც თუ ისე რიტორიკულია, რადგან ერთადერთი, რასაც თქვენი ნაბიჯები ემსახურება ჯერჯერობით - ეს არის კონსტიტუციის დარღევევა, რეგლამენტის დარღევვა და პრეცენდენტის შექმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნას, არამედ ნევისმიერ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეიძლება არ მოგეწონოთ მმართველ პარტიას” - - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ხელის შეშლით იქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის საკითხს, არამედ ნებისმიერ ისეთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს მმართველ პარტიას.
“რაში უცვლით ამ ჩიხში საკუთარი თავის შეყვანას ან მოსამართლეებს, ან კეზერაშვილს? ბოლო ბოლო ვის ინტერესებს იცავთ? ხალხის? ნაციონალური მოძრაობის მოსამართლეების და კეძერაშვილის? ივანიშვილის? რა დევს სავაჭროდ მაგიდაზე, გაგვაგებინეთ.
დღეს, ასევე მოვისმინეთ ბატონი მდინარაძის განცხადება, რომ თურმე საერთააშორისო გამოძიებას ხელი შეეშლება კომისიის შექმნით. იქნებ აუხსნათ საზოგადოებას ვინ აწვდის მასალებს საერთაშორისო საგამოძიებო როგანოებს? საქართველოს პროკურატურა, ამიტომ მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. აქ არის სწორედ კითხვის ნიშნები და თქვენ კრებსითად, ხელისუფლებას თუ არაფერი გაქვთ დასამალი, თუ ვინმეს მიერ ნაშოვნ მილიონებს არ ეფარებით, არ იცავთ, არანაირი ლოგიკური ან სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვთ არ შექმნათ კომისია.
როდესაც პარლამენტში მმართველი პარტია ოპოზიციას ართმევს კანონით მინიჭებულ უფლებას - არღვევს კანონს, კონსტიტუციას, რომ პირდაპირ თუ ირიბად საკუთარი თავი, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს, ვინ უნდა დაიჯეროს თქვენი შესრულებული რეკომენდაციების? მოქმედ კანონს და კონსტიტუციას არღვევთ პირდაპირ და თქვენ დაწერთ ახალ კანონს სასამართლოზე ან არჩევნებზე? ან რომ დაწეროთ ვის უნდა დააჯეროთ, რომ გაქვთ პოლიტიკური ნება დაიცვათ ეს კანონები? რა ფასი აქვს თქვენი მმართველობის პირობებში სამართლიანობის აღსრულებას ან სამართლიანობის გარანტორად თქვენს ყოფნას, როცა სანქცირებულ, კორუფციაში მხილებულ მოსამართლეებს ეფარებით ფარად?
მოკლედ, თქვენ, ალბათ გგონიათ, რომ თუ კონტიტუციას კი არ “ჭრი და კერავ” როგორც ამას წინა ხელლისუფლება აკეთებდა, არამედ პირდაპირ არღვევთ და თქვენს ინტერესებში აქცევთ, ეს უკეთესია, გგონიათ, რომ ხალხს როგორც გინდათ ისე გადაწ-გადმოწევთ და გადაადგილებთ, ფაქტია, რომ ვერც ერთი პოლიტიკური დაკვეთა ამ ხალხის ვერ შეასრულეთ. ვერ შეინარჩუნეთ თქვენი, როგორც პარტიის ვერც ერთი იდენტობა. თქვენ, რომ გგონიათ ისე არ იქნება, აგერ ნახავთ. დღეს, თქვენი კოლექტიური პასუხიმგებლობის იმედად ხართ, როგორც პარტიის ალბათ - ხვალ ყველა პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება - აგერ მოსამართლეების ქეისი. პირველ რიგში, ხალხი გაჩვენებთ ამას” - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...