გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს
გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.
შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ბერდია სიჭინავა ესწრებოდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.