Jump to content
Planeta.Ge

ვიოლა ფონ კრამონი - თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს


გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა ის პრიორიტეტი განახორციელეს, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, არამედ იმიტომ, რომ მას ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს“.

ამის შესახებ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ტვიტი“ გააზიარა.

ხოშტარიამ აღნიშნულ „ტვიტში“ თბილისის მერის ციტირება მოახდინა, სადაც კახა კალაძე აცხადებს, რომ "თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ, მოხარული ვიქნებით, მაგრამ თუ არა, არც ესაა პრობლემა".

„დროას“ ლიდერი „ტვიტერზე“ აღნიშნავს, რომ კალაძე საფეხბურთო კლუბ "მილანის" ყოფილი ფეხბურთელია, რომლის ოთხივე შვილიც ევროკავშირში დაიბადა.

ვიოლა ფონ კრამონმა ხოშტარიას „ტვიტის“ საპასუხოდ დაწერა, რომ „ზუსტად პირიქითაა“.

interpressnews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...