მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე.
დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში მივიმალებოდი. ტანსაცმელიც კი, რაც დაკავებისას მეცვა, ის მეცვა აქციაზეც”, – განაცხადა გრიგორიდიაცმა.
ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგლომლობა და გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა.
publika
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.