Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე - ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე


ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტინენტი ან ქვეყანაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

განცხადება გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯეტ ბრინკმა.

„რუსეთმა კვლავ გაუშვა რაკეტები უკრაინის ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, უსაფრთხოდ და მშვიდად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მადლობელი ვარ მათი, ვინც იცავს უკრაინის ცას და აშშ გააგრძელებს მუშაობას, რათა მხარი დაუჭიროს მათ და მათ შესაძლებლობას დაამარცხონ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 32 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაშავდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 25 დაშავებულის შესახებ.|

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...