Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს - ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია


პარტია „საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, საქართველოში ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ამით ის გამოეხმაურა 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას, სლოგანით “მოვდივარ”.

როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ნეიტრალიტეტზე საუბარი, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

„რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რეგიონული კონტექსტი გესმოდეს და ამავდროულად, ნეიტრალიტეტზე საუბრობდე. ამ რეგიონში ნეიტრალიტეტმა არცერთ ქვეყანას არაფერი კარგი არ მოუტანა. პირიქით, ეს ყოველთვის რუსეთთან მიმართებით საგარეო პოლიტიკური მოწყვლადობის წყარო იყო. ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია. თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება. კონსტიტუციურად ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი პირდაპირ განსაზღვრულია. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყანა ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი გახდეს და რუსეთთან მარტო არ დარჩეს”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...