Jump to content
Planeta.Ge

ჯუანშერ ბურჭულაძე სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ განცხადებებზე - დასაბუთება სჭირდება - რა ბრალდებაც ყოფილა აქამდე, ყველა იყო აბსურდული


თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს [სანქციების გვერდის ავლა] შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება - აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწ####ბული,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიენის განცხადებას, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.

მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას იჩენს, რათა არ მოხდეს ისეთი ფაქტი, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.

„ბევრი ბრალდება იყო, რომელსაც საფუძველი არ ჰქონია. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში ექნება არცერთ ბრალდებას საფუძველი. მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენთ, რომ არ მოხდეს არცერთი ფაქტი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და დააზიანებს ჩვენს დიპლომატიურ ურთიერთობებსა და რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

გასაგებია, რომ მეზობელი ქვეყანა ვართ და თუ ვინმემ თქვა, რომ თეორიულად ეს შეიძლება იყოს, ამას დასაბუთება სჭირდება. აქამდე რა ბრალდებაც ყოფილა, ყველა იყო აბსურდული და გაქარწ####ბული“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა განაცხადა, რომ „რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“.

„კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის. ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. მათ შეიძლება იციან, ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ“,- განაცხადა ობრაიანმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...