1-დან 40 ლარამდე - რა ღირს თბილისის სავაჭრო ცენტრებში პარკირება
თბილისის სავაჭრო ცენტრების უმრავლესობაში პარკირება ფასიანია. ავტომობილის უფასოდ გაჩერება მხოლოდ “ისთ ფოინთსა” და „თბილისი“ მოლშია შესაძლებელი.
რაც შეეხება სხვა ყველაზე დიდ სავაჭრო ობიექტებს, ფასები 1 ლარიდან იწყება და 40 ლარამდეც კი ადის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას პარკინგის საფასურის შესახებ.
„სითი მოლში“ პარკინგი პირველი ერთი საათი – 1 ლარი ღირს, ყოველი მომდევნო საათი კი – 2 ლარი. ამასთან, მთელი დღით, ანუ 12 საათით ავტოსადგომზე პარკირების საფასური – 40 ლარის შეადგენს.
„გალერეა თბილისში“ ავტომობილის გაჩერება ნახევარი საათით უფასოა, ყოველი მომდევნო საათი კი 3 ლარი ღირს.
სტანდარტულად 3 ღირს „თბილისი ცენტრალში“ პარკირებაც. „ლილო მოლში“ კი, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტია, ავტომობილის გაჩერება 5 ლარი ღირს.
რაც შეეხება „თბილისი მოლსა“ და „ისთ ფოინთს“, ავტოსადგომით სარგებლობა უფასოა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.