Jump to content
Planeta.Ge

კახეთში სტიქიამ ათეულობით ოჯახი დააზარალა


წუხელ, გვიან ღამით ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის ოთხი სოფლის - ნინიგორის, განათლების, გელათის და ცოდნისკარის მოსახლეობა დააზარალა.

ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სეტყვა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა.

„ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 60-70 პროცენტით არის განადგურებული“, - ამბობს ფერმერი ნოდარ კაპანაძე.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ფერმერთა დიდი ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

სოფელ ნინიგორში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას არ ჰპირდება, თუმცა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზარალს აღწერენ და მონაცემებს შესაბამის სამსახურებს გადასცემენ.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...