Jump to content
Planeta.Ge

ორშაბათს, მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან მშობლები მორიგ აქციას გამართავენ


„წამალი ბავშვებს“ –  ამ მოთხოვნით დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია  მთავრობის კანცელარიასთან დაიწყო და მსვლელობით პარლამენთან გაგრძელდა.  მშობლები სიტყვით გამოვიდნენ და შეკრებილ მოქალქეებს მიმართვეს, შემდეგ კი ისევ კანცელარიასთან დაბრუნდნენ. მშობლები მე-12 დღეა კანცელარიასთან არიან და ღამეს ათევენ.

„ერთადერთ შემთხვევაში შევწყვეტთ ჩვენ და წავალთ სახლში, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს სამართლებრივ აქტს, სადაც იქნება გაწერილი ვადები – არაუგვიანეს 1 სექტმებრისა შემოტანილი იქნება 2023 წლისთვის მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ და დაიწყებენ მის მიღებას ჩვენი ბავშვები. წინააღმდეგ შემთხვევაში თამარ გაბუნიას ნათქვამი არ გვჯერა არცერთ მშობელს, უამრავჯერ გვაქვს  მისი ნათქვამი მოსმენილი. ბატონო პრემიერო, გთხოვთ შეგვხვდეთ. მხოლოდ თქვენ ხართ ჩვენთვის გადამწყვეტი პირი და მოაწეროთ ხელი განკარგლების აქტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩერებს. ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ თამარ გაბუნიას და ზურაბ აზარაშვილს, მათ მოგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე, “- თქვა კანცელარიასთან დაბრუნებულმა ერთ-ერთმა მშბელმა ქეთევან ბეგიაშვილმა.

მშობლები დაშლას არ აპირებენ და ორშაბათს, 14:00 საათზე, მთავრობის სხდომის პარალლეურად, აქციის გამართვას გეგმავენ.


დღეს აქციის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ სამინისტრო მზად არის დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...