გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო
გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა.
შეხვედრების მთავარი მიზანია პარტიის საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება, საკრებულოებში არსებული პლატფორმების აქტიურად გამოყენება, რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება, რომლის ფარგლებშიც უფრო აქტიური კომუნიკაცია იქნება მოსახლეობასთან.
შეხვედრებს გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა და პარტიის რეგიონული მდივანი, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.