Jump to content
Planeta.Ge

"ხალხის მხარდაჭერას ველოდები" - ამბობს ახალციხის საკრებულოს არჩევნების ერთადერთი კანდიდატი


ახალციხეში, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არჩევნები ტარდება - ამ ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ხმა უკვე მისცა არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა როინ ნებაძემ, რომელიც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.

 

"არჩევნები მნიშვნელოვანია მარტო ჩვენთვის არა, ხალხისთვისაც. ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ არჩევნებზე მხარდაჭერას ველოდები. კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ უნდა მოვიდეს. ხალხის მხარდაჭერა მეც და მმართველ პარტიასაც სჭირდება, ძალიან ბევრი გასაკეთებელი გაკეთდა...

შემოთავაზება მქონდა მმართველი პარტიიდან, ისედაც მხარდამჭერი ვიყავი. 2013 წლიდან "ოცნების" აგიტატორად ვმუშაობდი და უარიც არ მითქვამს, არც დავფიქრებულვარ ბევრს", - ამბობს ახალციხის საკრებულოში ერთადერთი მაჟორიტარი კანდიდატი "ქართული ოცნებიდან".

ახალციხის მუნიციპალიტეტში არჩევნები მინაძის თემის სამ სოფელში - ღრელში, ჭაჭარაქსა და მინაძეში ტარდება. სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში ხმის მისაცემად პირველი, 75 წლის თინა ნებაძე კი, სოფელ ღრელიდან მივიდა.

ახალციხეში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ზაალ ბერიძე გარდაიცვალა. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.

რადიო თავისუფლება

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...