აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და ახლობლები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, ისინი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მედიკამენტის მიღების მოთხოვნით სიტყვით გამოვლენ.
მსვლელობის დასრულების შემდეგ, აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაგრძელდება.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.