Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინამ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერია


რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთებზე 48 შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით, რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს ავდიივკას, სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები მარინკასა და ნოვომიხაილოვკის დასახლებებში. ამავე დროს, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, მარინკას, პობედასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებები დაბომბა“, - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი გაანადგურეს.

უკრაინის საარტილერიო ქვედანაყოფებმა და სამხედრო ავიაციამ მოწინააღმდეგის თავშეყრის ტერიტორიებს დაარტყეს. კერძოდ, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს 5 დარტყმა მიაყენეს. ამავდროულად, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა 4 სამეთაურო პუნქტს, საბრძოლო მასალის საცავსა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავშეყრის 4 ტერიტორიას დაარტყეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...