Jump to content
Planeta.Ge

თინანო მოზაიძე - განცხადებით მივმართე ახმეტის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს და მოვითხოვე გაარკვიონ, რატომ მოსდის ახმეტის მოსახლეობას გაზრდილი გადასახადი


ახმეტელი მაცხოვრებლების უმრავლესობას წყლის გადასახადი მოსდით არა მრიცხველიდან აღებული
ჩვენების მიხედვით(როგორც ირკვევა),არამედ ფაქტიური დანახარჯიდან მკვეთრად აცდენილი ციფრებით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ახმეტის საკრებულოს წევრი თინანო მოზაიძე წერს.

მისი თქმით, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებულია  ამომრჩევლის წინაშე, მათი პრობლემები მიიტანოს ყველა ინსტანციამდე, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, განცხადებით ახმეტის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს მიმართა.

 
"მე, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებული ვარ ამომრჩევლის წინაშე, რომ მათი პრობლემები მივიტანო
ყველა ინსტანციამდე და მოვაგვარო შესაძლებლობების ფარგლებში. ეს საკითხი გავაჟღერე საკრებულოს სხდომაზე. განცხადებით მივმართე ახმეტის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს და მოვითხოვე დასაბუთებულად გაარკვიონ მოსახლეობა, რა პრევენციულ ღონისძიებებს
ატარებენ პრობლემის მოსაგვარებლად. იმედია,გონივრულ ვადაში პასუხს მივიღებ,რომელსაც ასევე გაგაცნობთ დაინტერესებულ მოქალაქეებს.
#თინანომოზაიძე", - წერს თინანო მოზაიძე. 

343759490_2323644674484535_1201799535094090688_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...