Jump to content
Planeta.Ge

გიორგი გახარია - საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში


პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა.

როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ისტორიულია.

„საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, რითაც კიდევ ერთხელ ცნო რუსეთი აგრესორად. მადლობა საჯარო მოხელეებს მათი დაუღალავი შრომისთვის“, - წერს გიორგი  გახარია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...