ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ გამოვთქვამთ ინიციატივას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესი
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მიმდინარე წლის 24 აპრილს ქ. მარტვილში მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ადამიანები. მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტში დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებულოში, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, ცხოველთა უფლებადამცველები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ასევე მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა.
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ წევრებს მიგვაჩნია, რომ პრობლემის დროულად გადაჭრის მიზნით სამუშაო ჯგუფმა დაუყონებლივ უნდა დაიწყოს მუშაობა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით. კონკრეტულად:
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ გამოვთქვამთ ინიციატივას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი დაადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ნერვული სისტემის მქონე ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს. წესში ასევე დეტალურად იქნება ინფორმაცია წესის დარღვევაზე პასუხისმგებლობისა და ხარჯების შესახებ. წესში უნდა დაკონკრეტდეს, აღნიშნული ნორმების დარღვევის ფაქტებზე მუნიციპალიტეტის მხრიდან დაჯარიმებაზე პასუხისმგებელი სამსახური.
წესის მიღების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების გამოყენებით ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო და მეგობრული გარემოს შექმნა.
ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ წევრები მზად ვართ აქტიურად ვიყოთ ჩართულნი ზემოთ აღნიშნული წესის შემუშავების პროცესში და საჭიროების შემთხვევაში წარმოვადგინოთ ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტი მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის შესახებ.", - წერია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.