Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყბს ხელს.

„დღეს სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ ძალისხმევას, რათა რუსეთმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურმა, პასუხი აგონ სწორედ გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდური პოლიტიკის გამო”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის რუსეთის მცდელობის ერთ-ერთი აბსოლუტურად მიზანმიმართული ელემენტი, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა და გაანადგუროს უკრაინელების არსი. „ეს არის რუსეთის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი გენოციდის მიზანმიმართული დანაშაული. ასე უნდა იყოს კვალიფიცირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა.

პალიტრა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...