ყოველწლიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის – ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
„გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე. ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.