Jump to content
Planeta.Ge

მიხეილ სარჯველაძე - ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს


სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“.

დეპუტატის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს.

„საჭიროა გაკეთებული შეფასებების ახსნა, რომლებსაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. დღეს საქართველო, ისე, როგორც არასდროს, დემოკრატიულია, ეს შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა. გაცილებით მეტი აქვს თავისუფლების ხარისხი, ვიდრე ეს ოდესმე შეიძლება, ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სენატორს თუ სურვილი ექნება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„ჩემი აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ არ არის სწორად ან სრულად ინფორმირებული. ცხადია, არ მაქვს საფუძველი, გამოვთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აქედან გამომდინარე, სხვა ახსნა არ მექნება, თუ მას სურვილი და ინტერესი ექნება, ჩვენს ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ვუამბოთ ჩვენ შესახებ, რა ვითარებაა საქართველოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...