Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა უკანონო საწარმოს - ბეტონის ქარხნის დემონტაჟი


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა უკანონო საწარმოს - ბეტონის ქარხნის დემონტაჟი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.

მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყოველთვის დაიცავს საზოგადოების ინტერესს და ჯანსაღ აზრს.
 
"წელიწადნახევარია სოფელ ჯიღაურას მოსახლეობას ტოქსიკურ გარემოში უხდებოდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში, მათ არ დაუკარგავთ იმედი, რომ ერთად დგომით სამართალს მიაღწევდნენ. ეს გამარჯვება პირველ რიგში ეკუთვნის ხალხს. რომ არა მათი ერთიანობა და თავდაუზოგავი ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, დღეს ამ შედეგს ვერც მივაღწევდით. სოფელ ჯიღაურას მოსახლეობამ შექმნეს პრეცედენტი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, როდესაც მართალი ხარ და სიმართლე შენს მხარესაა.
მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს ბატონ ოთარ შამუგიას სახელმწოფოებრივი დამოკიდებულებისთვის.
მე, როგორც მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი მოხარული ვარ, რომ ამ დიდ ბრძოლაში გარკვეული წვლილი პირადად მე და ჩვენს გუნდსაც მიგვიძღვის, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სადეპუტატო მანდატების აქტიური გამოყენებით პრინციპულად დაგვესვა საკითხი და ყველა შესაბამისი უწყებებისთვის მიგვეწდინა ჩვენი და ხალხის ხმა.
გიორგი გახარიას გუნდი და პარტია „საქართველოსთვის“ ყოველთვის დავიცავთ საზოგადოების ინტერესს, ჯანსაღ აზრს და ყოველთვის თავდაუზოგავად შევებროძოლებით ნებისმიერი ფორმის უკანონობას.", - წერს შალვა კერესელიძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...