Jump to content
Planeta.Ge

ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილის CPAC-ის სპიკერებში ყოფნის გამო „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს


ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ეხმაურება.

ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს მიმართავს და სვამს კითხვას, რამდენად მართებულია მათთვის ისეთ პარტიასთან ალიანსი, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მართავს კამპანიას.

„თქვენი პარტნიორი ქართული პარტია უნგრეთში კამპანიას მართავს სტივ ბენონის ულტრამემარჯვენე ბანაკსა და სხვებთან ერთად… დარწმუნებულები ხართ, რომ „პროგრესული“ პარტიისთვის ეს სწორი ალიანსია?“ – მიმართავს ვიოლა ფონ კრამონი  „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსსა“ და „ევროპელი სოციალისტების პარტიას“ Twitter-ზე.

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფში „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შემავალი პარტიის „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) დამკვირვებელი წევრია.


ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა, გუშინ გავრცელდა.

კონსერვატორთ საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...