პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.