ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა ჰომოფობიური კონფერენციის სპიკერებს შორისაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა.
კონსერვატორთ საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს.
კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე ორგანიზაცია „The Center“, რომელიც უნგრული კვლევითი ინსტიტუტია და ამ კონფერენციის მასპინძელი.
მათი ცნობით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას.
„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია 2021 წლის თებერვლიდან. მისი აზრით, საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები.
გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ ლგბტქ ზეწოლას“, – ასე წარადგენს ღარიბაშვილს კონფერენციის მასპინძელი ორგანიზაცია.
უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.